წმინდა გაბრიელი პატრიარქზე, მოძღვრის პატივზე და ეკლესიიდან განდგომილებზე..
წმინდა გაბრიელი პატრიარქზე, მოძღვრის პატივზე და ეკლესიიდან განდგომილებზე..
წმინდა გაბრიელი მკაცრი იყო მათ მიმართ ვინც სამღვდელო პირებს განიკითხავდა. ერთხელ როცა მასთან პატრიარქიც კი განიკითხეს, განრისხებულმა მამა გაბრიელმა განმკითხველს მიმართა:
-როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს! ხომ, ხედავგადაყვლეფილი მაქვს დღე და ღამ მასზე ლოცვით? ამას რომ ამბობ, შენ კი გაქვს მისი სიყვარული ?! მე მაქვს უფლება, და თუ საჭიროა, მე ვეტყვი!
...
ერთხელ, გაბრიელ ბერმა სიონში შესვლისას დაინახა, რომ ზის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ხოლო სტიქაროსნები წინ გადაურბენენ- გადმოურბენენ. მივიდა მასთან მამა გაბრიელი და სიყვარულით უთხრა:

-კათალიკოსო, ეს რა არის, შენი სტიქაროსნები წინ, რომ დაგირბიან! სად არის კათალიკოსის პატივი?
...
როდესაც პატრიარქი სამთავროში მივიდა, გაბრიელ ბერი მოინახულა და სიმდაბლით სთხოვა, რომ საქართველოსთვის და მისთვის ელოცა.

-კათალიკოსი ხარ და შენ გმართებს ყველას დალოცვაო, -სიმდაბლითვე მიუგო გაბრიელ ბერმა.
...
ერთხელ, საუბრისას, პატრიარქმა ღმრთივ-გაბრძნობილი სიტყვით მიმართა მამა გაბრიელს :

-ხედავ, გაბრიელ, ჩვენს შორის ღმერთს მეტად ვინ უყვარს? შენ სიგლახაკე გიბოძა, მე კი-წოდება ?!
....
ბერი არავის შეიწყნარებდა, თუ ის წმინდა სამოციქულო ეკლესიას და მის პატრიარქს უპატიოდ შეეხებოდა. ერთ მღვდელმონაზონს მიმართა:

-კარგად დაიმახსოვრე! განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია! ვინც პატრიარქს განუდგება ის სექტაა! ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას. ადამიანის სიკვდილით დასჯა მხოლოდ მეფეს შეუძლია, ოღონდ, სინოდის გადაწყვეტილებით და მხოლოდ ისეთი ცოდვის გამო, რომელიც კაცს არ ეპატიება, არ სწორდება და სულებს ღუპავს.
...
იგი არასწორ მოქმედებას მართალი სიტყვითა და გულახდილობით ამხელდა და თუ სახარების მცნება ირღვეოდა, თვით იერარქსაც არ დაერიდებოდა:

-სადაც საჭირო იყო ქრიტე განრისხდა. ეს ჩემი საქმეა და ღვთისგან მაქვს მომადლებულიო, -იტყოდა.

ერთმა მღვდელ-მონაზონმა, წირვის დროს, პატრიარქის მაგივრად გაბრიელ ბერი მოიხსენია. წირვის მერე, როდესაც იგი მასთან მივიდა, ისე, რომ არაფერი უთქვია, მამა გაბრიელმა მკაცრად მიმართა:

-მეორედ არ გაბედო ჩემი მოხსნიება, თორემ წირვა არ დადგება!
...

როცა თავად მამა გაბრიელი პატრიარქს უმიზეზოდ ლანძღავდა, იქ მჯდომმა მისმა მორჩილმა მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა (მაქარაშვილი) თავი ვეღარ შეიკავა და მიმართა: არ მჯერა, მამა გაბრიელ, რასაც ამბობ!

მამა გაბრიელი მიუბრუნდა და უთხრა:

-არც უნდა დაიჯერო,-და ისევ გააგრძელა ხმამაღლა უწმინდესის ლანძღვა.

ამგვარივე ამბავს ჰყვება ერთი მორწმუნე, სახელად ლაშა.ერთხელ თბილისში მყოფმა მამა გაბრიელმა ღამე მასთან გაათენა, მეორე დღეს წასვლის წინ დაიწყო პატრიარქის ლანძღვა (მაშინ ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული). ლაშა თავისთვის ფიქრობს: "რაც არ უნდა თქვა მამა გაბრიელ, არ დავიჯერებ, რომ მაგას გულით ამბობო". უეცრად მამა გაბრიელიმობრუნდა, მას მხარზე ნაზად შეეხოდა და უთხრა: "მართალი ხარ ლაშა, და არც უნდა დაიჯერო".
...
იყო ასეთი შემთხვევაც.ერისკაცი, ვინმე, უდიერად იხსენიებდა პატრიარქს, იგი რწმენისგან შორს იყო, ბუნებით კი-ძალიან კეთილი. ერთხელ ის მამა გაბრიელის კელიაში მოხვდა. . მან შენიშნა, რომ მაგიდის შუაგულში მამა გაბრიელს პატრიარქის სურათი დაედო

-ერთი ის ქრისტეს ხატი მომაწოდე, მიმართა გაბრიელ ბერმა სტუმარს და როცა მიაწოდა, დაამატა: -ჰოო, ძალიან კარგი, იმ მაგიდაზე დაასვენე, სადაც პატრიარქის სურათია. ქრისტეს ხატი პატრიარქის სურათის გვერდზე დაასვენებინა.ამით ყველაფერი ცხადი გახდა.
....
ერთხელ სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიამ, დედა ქეთევანმა, შესჩივლა, აღარ შემიძლიან, ჯვარი უნდა მოვიხსნაო. ბერი შეყოვნდა, ჩვეულებისაებრ ხატებისაკენ მიბრუნდა, ხელებაპყრობილმა ილოცა და შემდეგ დასძინა: ".? მოთმინება იქონიე, დაო და დედაო, შენით ნუ მოიხსნი ჯვარს, ვინც მოგხსნის, პასუხს იგი აგებს განა პატრიარქს არ უჭირს შენ არ იცი," ქათალიკოსის "ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს-ერისას (მეფისას-ზოგ ვარიანტში ასე სწერია) და ეკლესისას, იმან რაღა ქნას? ბევრი განსაცდელი გელოდება, ღმერთი ღუმელში შეგაგდებს, რომ გამოგცადოს და განგწმინდოს "...
...
დიახ, მძიმეა კათალიკოსის ჯვარი. იგი ხომ მათზეც აგებს პასუხს ვისაც ხელნი დაასხა. ერთ მოძღვარი, რომელიც იმ ძმათა მკვლელის დროს პატრიარქს განიკითხავდა, ბერმა შეაჩერა და უთხრა: ". შენ პატრიარქს დაუჯერე, მაგის ნაკურთხი ხარ და მაგის კურთხევით დადიხარ, მე კი სულიწმინდის კურთხევით დავდივარო"
...
ერთხელ, როდესაც სამთავროს მონასტერში მობრძანდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მამა გაბრიელი ეკლესიის შესასვლელთან წინ გადაუდგა "გაბრიელ შენთან არ მოვსულვალო" -. მდაბლად უპასუხა პატრიარქმა, ტაძარში აღარ შევიდა და მონასტრის შენობისკენ, კიბეს, ზემოთ აუყვა. ამ ამბავს ერთი ერთი ერისკაცი იხსენებს:.. "ამის შემხედვარე უხერხულობისაგან არ ვიცოდი რა მექნა ცოტა ხანში გაბრიელ ბერმა თავის სენაკში შემიყვანა სენაკის შუაში, ლამაზ ჩარჩოში პატრიარქის დიდი პორტრეტი ჰქონდა ჩასვენებული, რომელიც პატარა ტაბლაზე იქნა დასვენებული.მივიდა ამ სურათთან, ეამბორა, სიყვარულით გულში ჩაიკრა , მოეფერა, მერე ჩემსკენ მოტრიალდა და მითხრა:

. -ისეთი პატრიარქი როგორიც ჩვენია, არავის არ ჰყავს

. მე ძალიან გამიკვირდა, როგორ შეიცვალა ბერი და სიყვარულით ახსენა პატრიარქი.წუთების უკან კი თითქოს სხვა ადამიანი იყო "
....
... 1995 წელი იდგა. მაშინ მრავალი წლის მერე, პირველად გაიმართა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო კრება. რატომღაც, იყო მოლოდინი, რომ ამ კრებაზე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ჩვენი ეკლესია ეკუმენისტურ მოძრაობიდან გამოვიდოდა. ირგვლივ ვნებები დუღდა. გულადუღებული, ჩემი სულიერი ძმა, დავითი მამა გაბრიელს მიადგა.კრიჭა აქვს შეკრული. რამე მითხარიო-უთხრა მამა გაბრიელმა, მაგრამ დავითი ვერაფერს ამბობს. მაშინ, მამა გაბრიელმა მოუყვა გულში რა ცეცხლი უტრიალებდა, უწინასწარმეტყველა საქართველოს მომავალი და გაამხნევა, რომ არც ისე უიმედოდ იყო საქმე. მერე კი ბრძანა, კუბო ამომიტანეთო და კიბის ზემოთ, თავში დაადგმევინა: კრების მონაწილენი რომ ამოვლენ, დაინახავენ, შეეშინდებათ და გაახსენდებათ, რომ მოკვდავნი არიანო. როცა პატრიარქი ამობრძანდა, ბერსა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეს კუბო აქ რად დაგიდგავს?" - "შიგ ეკუმენისტები უნდა ჩავასვენო და რომის პაპს გავუგზავნოო, ოღონდ პაპს ჩემს კუბოს ვერ დავუთმობო" -უპასუხა ევლოგი სალოსის შთამომავალმა. პატრიარქს გაეღიმა, მამა გაბრიელმაც ღიმილითვე, სალოსურად უპასუხა: "დავლიოთ" და პატრიარქს შეჰყვა შენობაში.
....
რაც შეეხება სამღვდელო პატივს: ერთმა მრევლთაგანმა მამა გაბრიელს შესჩივლა:

-მამა გაბრიელ რა დრო დადგა, მღვდლები როგორ იქცევიან ?!

-შენ ვინ მოგცა მაგის თქმის უფლება? მღვდელი, რომ ყოფილიყავი კიდევ მესმის. რა გიწერია სახარებაში? არ უნდა მოვიდნენ ცუდი მოძღვრები? მდგომარეობა ცუდისკენ წავა და შენ გინდა შეაჩერო ისინი? სახარებას ეწინააღმდეგები - მიიღო მან პასუხად!.
...
მამა გაბრიელი ასწავლიდა:

. "მოციქულიდან მოყოლებული, მართლმადიდებელ მღვდელს, სული წმინდა ხელდასხმის მადლით აქვს მინიჭებული, განსხვავებით სექტანტებისა და მწვალებლებისგან, რომელთაც ეს არ გააჩნიათ თუ ცოდვილია მღვდელი, წესის აღსრულებისას უხილავი თოკებით არის შეკრული და წმინდა ანგელოზები ასრულებენ საიდუმლოს. მღვდელი მაშინ არის მღვდელი, როცა თვითონ ასრულებს საიდუმლოს. ცოდვილი მღვდელი იმას ემსგავსება უკვდავების ჭასთან, რომ იდგეს და უკვდავების წყალი ოქროს თასით ამოჰქონდეს. მისი ცოდვილიანობით, წყაროს არაფერი აკლდება. ამიტომ, ბრძენი ადამიანი იმ მადლს გამოიყენებს, რაც ღვთისმსახურზეა დავანებული. ხოლო თუ მღვდელი დოგმატურ საკითხებს გადმოსცემს, მაშინ მას გაექეცი, როგორც მტერს და მოღალატეს. სანამ არ განკვეთენ ასეთ მსახურს, კრების განჩინებამდე, მიმსვლელთათვის, ვინც არ იცის, მადლი მაინც რჩება ".
....
კიდევ რამდენიმე მაგალითი გვსურს შემოგთავაზოთ, რომლითაც მამა გაბრიელი სასულიერო პირთა პატივისცემას გვასწავლის:

როდესაც მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი საქართველოში ჩამოვიდა, მას დიდი პატივით შეხვდნენ. პატრიარქმა მრავალი ტაძარი მოილოცა. სამთავროშიც ელოდნენ მის სტუმრობას. უკვე ბნელდებოდა. ვიწრო შესასვლელი ორ მწკრივად ჩაყოლებული სანთლებით გაანათეს. კიბის თავთან შემდგარმა მამა გაბრიელმა შესძახა;

-ამას ჰქვია, ფაეტონით შევყავარ სასუფეველშიო!

მის გვერდით მდგომმა სტუმარმა ერისკაცმა მხარი აუბა და თავადაც შესძახა:

. -მამა გაბრიელ, მე უფრო თვითმფრინავის "პალასას" მაგონებსო

განრისხებულმა ბერმა სტუმარს შეუყვირა:

-შენ ვინ მოგცა მაგის თქმის უფლება ?! სად გაგონილა ქრისტეანი და ხუმრობა ?! ამის თქმის უფლება მე მაქვსო!

შეცბუნებულმა სტუმარმა უცბად გაკმინდა ხმა.
...
ერთხელ მეუფე დანიელი მონასტრის კრებულთან სამონასტრო ცხოვრების საკითხებს განიხილავდა. ერთ-ერთი მონაზონი საყვედურს გამოთქვამდა იღუმენიას მიმართ. გაბრიელ ბერმა ყური მოკრა თუ არა, მაშინვე მიუახლოვდა და დაემუქრა:

-რაო, იღუმენია შენი სატარტაროა ?! რო ტარტარებ, რას ტარტარებ, ხმა გაიკმინდე!

მერე სწრაფად მიიჭრა მეუფე დანიელთან და ხმამაღლა უთხრა, ამას გაუფრთხილდი, ეს შეიბრალე.

ყველანი ხმაგაკმენდილნი უსმენდნენ.უეცრად მიტრიალდა და კიბეზე დაეშვა. გაოცებულმა მეუფემ მოგვიანებით აღნიშნა:

"რა საინტერესოა, სულ რაღაც უნდა მეთქვა, სხვა რაღაც მქონდა გადაწყვეტილი, მამა გაბრიელმა სულ შემაცვლევინა სათქმელი, თითქოს ღმერთმა მიბრძანა მისი პირით ... მართლაც რა უცნაურია ?!
....
ერთხელ ერთ-ერთი ერისკაცის მიერ ეკლესიის მსახურზე საოცრად დაუნდობლად დაწერილი წერილი წაიკითხა და შეწუხდა:

.. -უსიყვარულოდ დაწერილია, ეს მხილება არ არის ადამიანი ისე უნდა ამხილო გული სიყვარულით გქონდეს სავსე. ასეთი წერილები არასოდეს წაიკითხოთო, ურჩევდა ყველას.
...
ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეკლესიიდან განდგომილებს, მამა გაბრიელმა იცოდა, რომ ეს ასე მოხდებოდა და თავის სულიერ შვილებს ურჩევდა მათგან თავი შორს დაეჭირათ.

ერთხელ გამომცდელად იკითხა:

-ყოველი პატრიარქის დროს იყო წინააღმდეგობები ეფრემსაც განუდგნენ, მაგრამ მე მათ საქმეში არ ჩავრეულვარ ... როგორ ფიქრობთ, სწორად მოვიქეცი?.

-დიახ, მამა გაბრიელ, -მიუგეს მყისვე.

-ჰოდა, კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენი საქმე არ არის ვინ საით გარბის, თქვენ საკუთარ ცოდვებზე იტირეთ!

...
ერთხელ მაზუთსა და მტვერში ერთიანად ამოთხვრილ-ამოგანგლული გაბრიელ ბერი სიონის ეზოში აჩრდილივით გამოცხდდა, გალავანსა დასამრეკლოს კედლებზე ხმამაღალი სიმღერით უცნაურ როკვას მოჰყვა.
ირგვლივ შემოხვეული ბავშვებისა და ცნობისმოყვარეთა ბრბო ტაშსა სცემდა და ჟრიამულებდა.ამ ხმაურზე ტაძრიდან მღვდელმონაზონი გამოვარდა და მრისხანედ შესძახა: -ეი, შენ, ბრიყვო, გესმის კი- რას სჩადიხარ ?! გაბრიელ ბერი უცებ შეიცვალა: სახეზე სისპეტაკე აღებეჭდა. თითქოს უკვალოდ გაქრა შელანძღული ტანსაცმელი და მის სამოსს უცნაური პეწი მიეცა. მიუბრუნდა ამ სასულიერო პირს და უპასუხა: "არა მე ვარ ბრიყვი, არამედ ისინი, ვისაც პირტიტველა ახალგაზრდები აჰყავს ბერის ხარისხში: ეს-მათ არ ესმით რას სჩადიან!" როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, შეტრიალდა და წავიდა. შედგომში ეს მღვდელმონაზონი ჩამოშორდა დედა-ეკლესიას.

ჩემი სულიერი ძმა იყო ალექსანდრე კამლაძე, მან მამა გაბრიელთან თავისი მეგობარი იაკობი მიიყვანა, დიდი მამა უნდა განახოო. იაკობი ახალი მოსული იყო ეკლესიაში. შეხვედრისთანავე მამა გაბრიელმა, ძალზე განრისხებულმა, ჩხუბი დაუწყო ალექსანდრეს, იაკობი შეშინებული უცქერს ამ ამბავს, მე რაღას მიზავსო.მამა გაბრიელმა ხელი იაკობისკენ გაიშვირა და ალექსანდრეს მკაცრად უთხრა: "ამას თავი არ დაანებო, ამას არ მოშორდეო". მაგრამ, სამწუხაროდ ალექსანდრემ მიატოვა არამარტო თავისი მეგობარი იაკობი, არამედ დედა ეკლესიაც!..
...
მახსოვს მაშინ მორწმუნეებში ფრთოვან ფრაზებად დადიოდა მამა გაბრიელის გამონათქვამები: "სადა ხარ გოგო, აქამდე რომის პაპას მოვნათლავდი (როცა მორჩილი პარასკევა, რაიმეს გაკეთებას დააგვიანებდა)", "წადი ეხლა და რომის პაპთან მიჩივლე ". არამარტო პატრიარქთან სხვებთანაც ხშირად უთქვამს, თავის კუბოზე:. "მასში ეკუმენისტები უნდა ჩავასვენო და რომის პაპს გავუგზავნოო" მამა გაბრიელს ღვთის გარდა არავისი არ ეშინოდა, ამიტომ მას არ გაუჭირდა მთავრობის სასახლეზე ჩამოკიდებული ლენინის სურათი დაეწვა, საკუთარი სახლის ეზოში ეკლესია აეშენებინა (მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდას) .
...

შეეძლო პირდაპირ ეთქვა სათქმელი.თუმცა პროტესტი არ გამოუთქვამს, როცა 1995 წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლეესიის საერთო კრებაზე არ მიიწვიეს!!!

მახსოვს ისიც თუ როგორ ანუგეშა, სამღვდელო კრებიდან გამოსული გულგატეხილი მოძღვარი, რომელმაც ერთადერთმა ამოიღო ხმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუნენური მოძრაობიდან გამოსვლა მოითხოვა.
მამა გაბრიელმა მას საქართველოს და ჩვენი ეკლესიის მომავალი უწინასწარმეტყველა და გაამხნევა. ერთხელ გაბრიელ ბერმა ეკუმენიზმის საშინელებაზე იქადაგა: - "ჯერ იქნება ერესი და აღრევა, მაშინვე ეკუმენიზმი შემოვა და მალე ანტიქრისტეც მოჰყვებაო". რამდენიმე დღის შემდეგ, ერთი ადამიანი მივიდა სამთავროში და ეკუმენიზმის შესახებ ლამის უქადაგა ბერს და იქ მყოფ ხალხს. მამა გაბრიელმა კი ვითომ არ იცოდა, შეაჩერა და ჰკითხა მოსულს: "რი ეკუმენა, რა ეკუმენა ვერ გავიგე?" - თქვა მან და მერე დანარჩენებსაც მიმართა: "თქვენ რა გიშლით ცხონებაში, ისინი თუ ასეთ მდგომარეობაში არიან ?!"

....

მამა გაბრიელისთვის მიუღებელი იყო ყველა, ვინც საქართველოს და მის მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს არ მიაგებდა. როცა ერთმა მორწმუნემ, ათონის მთის ესფიგმენუს მონასტრიდან, რომელიც ჩვენს ეკლესიას არ იხსენიებს, გაბრიელ ბერს სქემმონაზვნის სურათი ჩამოიტანა, მან ხელით გააწევინა სურათი და უთხრა:

-არ მინდა, გასწიე იქით, არ მჭირდება ისინი, ვინც საქართველოს ეკლესიას არ იხსენიებენ, ვისაც საქართველოს ეკლესია არ უნდა .
...

ერთხელ რუსეთიდან "კატაკომბური ეკლესის" წარმომადგენელი ჩამოვიდა. იდგა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში და იძახოდა, საქართველოს ეკლესიაში მადლი არ არისო. საშველად მამა გაბრიელს მოუხმეს .მან "სტუმარს" შეხვედრისთანავე უთხრა:. "?! Что-то у тебя вокруг нету Святого Духа" (რაღაც შენს გარშემო სულიწმინდა არ არისო და ისეთი რუსულით ესაუბრა მას რომ სინანულში ჩააგდო და ბოლოს რუსეთის ერთ-ერთ ოფიციალურ მონასტერში გააგზავნა . მამა გაბრიელი ხშირად იმეორებდა საქართველოს ეკლესიას მადლი არასოდეს გაშორდებაო ერთხელ საზოგადო, საერო მდგომარეობით შეწუხებულ ვინმე მოძღვარს, უიმედობის გრძნობა დაეუფლა მწარე ფიქრებში ჩაფლული სამთავროს სავანეს მიადგა გაბრიელ ბერმა მკაცრად ჩახედა თვალებში და მკვახედ მიმართა:...! "როგორ გაიფიქრე განა ცისა და ზეცის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდა "ამის გაგონებაზე, მუხლმოდრეკილმა მღვდელმა შენდობა ითხოვა:" აი, მართლაც, ახლა სვეტიცხოვლის ტაძრიდან რომ გამოვდიოდი, დავიჩოქე და ღვთისმშობელს მივმართე; "ღვთისმშობელო როგორ მიგიტოვებია საქართველოამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც კი ვერ ვნახე!" გაბრიელ ბერმა უთხრა:.
-ძმაო , მე კი ნუ მთხოვ შენდობას: წადი და შენდობა ღვთისმშობელსა სთხოვე -დაუყვავა მას, მოეფერა და გულში ჩაიკრა.
წიგნიდან: "თქვენი სიცოცხლე-ჩემი სიცოცხლეა".
ბეჭდვა
1კ1