მონაზვნობა კრძალვასა ჰქვიაო
მონაზვნობა კრძალვასა ჰქვიაო
წმინდა გრიგოლ ხანძთელის ბრძანებით, მერეს ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის მღვდლობა თავს იდო წმინდა მატოიმ. ორმოცწლიანი მღვდლობისას მამა მატოის ბაგეთაგან არ სმენიათ უქმი სიტყვა და უსარგებლო პასუხი. სხვანი, მისი შემხედვარენი, ვერ იკადრებდნენ უდებად განცხრომას, რამეთუ ჭვრეტდნენ ღირსი მამის უბიწოებას, სიწმინდეს და ერიდებოდათ მისი. ღირსმა მატოიმ დაითმინა ქალწულობა არა მარტო ხორცით, არამედ ყურით და თვალით და, რა თქმა უნდა, სულით. თვითონვე ამბობდა, მონაზვნობა კრძალვასა ჰქვიაო. როცა ღირსი მამა გარდაიცვალა, მერეს მონასტრის წმინდა დედებმა იხილეს სული მისი ვითარცა ნათლის სვეტი ზეცად აღმავალი, რომელსაც უფლის ანგელოზნი მიაცილებდნენ.


ბეჭდვა
1კ1