უფრთხილდებოდა სიმყუდროვეს
უფრთხილდებოდა სიმყუდროვეს
დიდად აფასებდა მყუდროებას წმინდა თეოფანე ეპისკოპოსი. ცხოვრების ბოლო წლებში ყველაფერი დაუტევა და თავის სენაკში დაეყუდა. მისი სენაკი რამდენიმე ოთახისაგან შედგებოდა, რომელთაგან ერთი ეკვდერად ჰქონდა გადაქცეული, სადაც წმინდა მღვდელმთავარი ყოველდღე წირავდა. თავის მეგობარს სწერდა: აქ მე ვარ ეპისკოპოსიც, მღვდელიც, დიაკვანიც და მედავითნეცო. წმინდა თეოფანეს ჰყავდა მორჩილი, რომელიც სახლს ალაგებდა, საჭმელს ამზადებდა - ეპისკოპოსს უყვარდა სისუფთავე. როცა მორჩილი ოთახში შედიოდა, მღვდელმთავარი მეორე ოთახში გადიოდა - უფრთხილდებოდა სიმყუდროვეს, რომელიც დიდ ნუგეშს გვრიდა და აჰყავდა სული მისი ზეცად.

ბეჭდვა
1კ1