რატომ ეძებენ ზოგიერთნი განმარტოებას?
რატომ ეძებენ ზოგიერთნი განმარტოებას?
მამაო, რატომ ეძებენ ზოგიერთნი განმარტოებას? - ჰკითხა სულიერმა შვილმა მოძღვარს. მოძღვარმა უპასუხა: - როცა შენს ირგვლივ მყუდროებაა, კარზე ჩუმ კაკუნსაც კი გაიგონებ. ამიტომაც როცა მარტო ხარ და ელოდები შენი მეგობრისა და კეთილისმყოფელის მოსვლას, შეეცდები, ირგვლივ სიჩუმე იყოს, რათა გაიგო სტუმრის ხელის შეხება კარზე და გაიქცე მის შესახვედრად. მაგრამ როცა მტერს ანდა მრისხანე მსაჯულს ელი, ცდილობ, ხმაურით ჩაახშო მისი აუტანელი კაკუნი. ერთხელ უფალმა უთხრა მთელ კაცობრიობას: "აი, მე ვდგავარ კარებთან და ვაკაკუნებ" (გამოცხ. 3,20). ამიტომაც ვისთვისაც უფალი არის ღმერთი სიყვარულისა და თვითონაც უყვარს იგი, გაურბის სოფლის ამაო შფოთს და განმარტოვდება, სადაც მას მოიცავს წმინდა, საიდუმლო სიჩუმე. და მას ესმის, როგორ უკაკუნებს გულის კარზე ღმერთი სიყვარულისა. ხოლო ვისთვისაც ღმერთი მსაჯულია მხოლოდ და არ უყვარს იგი, გაურბის განმარტოებას, რათა სოფლის ხმაურით ჩაახშოს ღვთის ხელის აუტანელი კაკუნი...

ბეჭდვა
1კ1