თუ ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადება, შენ მოგიძღვნით
თუ ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადება, შენ მოგიძღვნით
მიტროპოლიტ გრიგოლის (ცერცვაძის) მშობლებს მის დაბადებამდე ოთხი ბავშვი მოკვდომიათ და ღმერთისთვის აღუთქვამთ, - თუ ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადება, შენ მოგიძღვნითო. მართლაც, შეეძინათ ვაჟი და გიორგი უწოდეს. გიორგის ბავშვობა საშინელ დროს დაემთხვა. ერთხელ კომკავშირელებს სოფლის ეკლესიიდან წმინდა წიგნები გამოუტანიათ და დაუწვავთ. შორიახლო დამალულ პატარა გიორგის უხელთია დრო, აუღია გადარჩენილი წიგნები და ღამით თავისი ვენახის ბოლოს, თივის ზვინში, დაუმალავს. დედამისს კი შინ მოუტანია. პატარა გიორგი შეშფოთებულა, მთვარის შუქზე გაუზიდია წიგნები და კვლავ იქ დაუმალავს. იმ ღამესვე მილიცია დასცემია თავს მათ ოჯახს, მაგრამ ვერაფერი უპოვია.

დადგა აღთქმის შესრულების დროც: დასვეს გიორგი ჩარდახიან ურემზე, უკან ერთი ცხვარიც გამოაბეს, აიყვანეს თეთრი გიორგის ეკლესიაში და ჩააბარეს უფალს.

ბეჭდვა
1კ1