როგორი ამინდიც უნდა ყოფილიყო, ტაძარში მივდიოდით
როგორი ამინდიც უნდა ყოფილიყო, ტაძარში მივდიოდით
წმინდა ბარსანოფის დედა ადრე გარდაეცვალა. მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ღრმად მორწმუნე ქალი გამოდგა: "მშობელი დედა ვერ გამზრდიდა ასე კარგად, როგორც მან გამზარდა, - მადლიერებით იგონებდა ღირსი მამა, - ალიონზე დგებოდა და ტაძარში ცისკრის ლოცვას ესწრებოდა. მიუხედავად ჩემი მცირე ასაკისა, მას ყოველთვის თან დავყავდი ხოლმე. ხშირად თავს მოვიმძინარებდი. "ეჰ, პავლე, პავლე, კიდევ გძინავს? - მეტყოდა ხოლმე საყვედურით და მოსამსახურეს გასძახებდა, - ცივი წყალი მოიტანე, გავაღვიძოთ ეს ბიჭიო". მაშინვე გამოვძვრებოდი საბნიდან. დედიკო, უკვე გავიღვიძე-მეთქი, - ვეტყოდი და როგორი ამინდიც უნდა ყოფილიყო, ტაძარში მივდიოდით. მადლობა მას, ასეთი რომ აღმზარდა".


ბეჭდვა
1კ1