ის იქნება მონაზონიო
ის იქნება მონაზონიო
წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფენი - თეოდორე და ქრისტეფორე სამცხეში მგზავრობისას დიდაზნაურ მირიანის სახლში შეჩერდნენ. მირიანმა მათ ცოლ-შვილი დაალოცინა. შემდეგ ცოლს უთხრა: "აწ ვყოთ სასწაულ კეთილ", ერთი ძეთა ჩვენთაგანი განვაწესოთ მონაზვნად და მოწაფედ ამათ ქრისტეს მოწაფეთა. თქვი ოღონდ, რომელი იყოს მოწესედ ჩვენს შვილთა შორის. ცოლმა მიუგო: უფალო ჩემო, შენი შვილნი შენს წინაშე არიან და რომელსაც ბრძანებ, ის იქნება მონაზონიო. მაშინ მირიანმა ბრძანა: უმცროსი იყოს მონაზონი და სულიერი შვილი უდაბნოს მამათაო. ჯვარი დასწერა შვილს, სამორჩილო სამოსით შემოსა და ჩააბარა ღირს მამებს. მათ კი ვაჟს სახელად არსენი უწოდეს. ის შემდგომში ქართლის კათოლიკოსი შეიქნა.



ბეჭდვა
1კ1