მეტს არას ვსთხოვ საქართველოს
მეტს არას ვსთხოვ საქართველოს
სამშობლოში დაკრძალვა არ ეღირსა გრიგოლ რობაქიძეს. გვსურს გავიხსენოთ მისი ნატვრა, მისი ანდერძი და ამით კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ ამ დიდ ქართველს: "ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახება მე მცხეთა. შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში მარჯვნივ პაწია სალოცავს, ძველისძველ აშენებულს, ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ.

ჩემი ნატვრაა: როცა მე ამქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვსთხოვ საქართველოს".



ბეჭდვა
1კ1