ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიაბრუნე
ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიაბრუნე
ქერიმ-ხანმა ფერეიდნელების დამორჩილება გადაწყვიტა. გარშემო სოფლების მკვიდრთ ფერეიდნიდან სამი კილომეტრით მოშორებულ ციხეს შეაფარეს თავი. ამ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ქერიმ-ხანმა ბევრი ტყვე დახვრიტა, ხოლო მთავარსარდალი უჩა ონიკაშვილი ზარბაზანს მიაკრა. ქერიმ-ხანმა მას ჰკითხა, - უკანასკნელი სურვილი რა გაქვსო. რა სურვილი უნდა ჰქონოდა დამარცხებულ და ზარბაზნის ლულაზე მიკრულ მრავალნაიარებ ვაჟკაცს? მან - ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიაბრუნეო. ქერიმხანმაც შეუსრულა თხოვნა და ზარბაზანმაც იგრიალა. სამშობლოს მონატრებული ქართველის სული კი ზეციური საქართველოსკენ გაფრინდა.


ბეჭდვა
1კ1