აღუშენეს ლუსკუმა კეთილი
აღუშენეს ლუსკუმა კეთილი
1751 წლის 28 მარტს, 85 წლისა გარდაიცვალა წმინდა იოანე მანგლელი და ყიზლარში, თავისსავე დაარსებულ ჯვართამაღლების მონასტერში დაკრძალეს. საქართველოში ნეშტის წამოსვენება გზის სიძნელის გამო ვერ მოუხერხებიათ. ერთი წლის შემდეგ, გადმოცემის თანახმად, წმინდა მღვდელმთავარი დედოფალ ელისაბედს გამოსცხადებია და უთხოვია, სამშობლოში გაეგზავნათ. მაშინ წმინდანის ძმას, ჰუსართა პოლკის გადამდგარ პორუჩიკს, თავად ნიკოლოზ სააკაძეს, ნება დართეს, წმინდანის ნეშტი საქართველოში გადმოესვენებინა. სინოდის კურთხევითა და თეიმურაზ მეორის ბრძანებით, ცხედარი სიონის ტაძარში დაკრძალეს, "მრავლითა ლამპრებითა და ლიტანიობითა პატივ-სცეს. ირგვლივ ღმრთისმშობლის სალხინებელისა აღუშენეს ლუსკუმა კეთილი".

***
მამა პიმენს ჰკითხა ძმამ: "მამაო, თუ ჩემი სულიერი ძმის ცოდვით დაცემას დავინახავ, კარგი იქნება, თუ მას დავფარავ?" ბერმა უთხრა: "როცა ძმის შეცოდებებს დავფარავთ, ღმერთიც დაფარავს ჩვენს ცოდვებს, ხოლო როცა ძმის ცოდვებს გავამხელთ, ღმერთიც გამოაცხადებს ჩვენსას".

ბეჭდვა
1კ1