წადი, შვილო, და შეირიგე შენი დამბადებელი
წადი, შვილო, და შეირიგე შენი დამბადებელი
მოწყალების მოსაკრებად ერში გასული წმინდა ალექსანდრე სვირელი ყველგან იღებდა მოწყალებას , მაგრამ ვინმე გრიგოლს, თუმცა კი იგი ძალიან ეცადა, მაინც არ გამოართვა ფული. გრიგოლი შეწუხდა და მიზეზი ჰკითხა. წმინდა ალექსანდრემ მიუგო: "ჩვენ გვამცნეს, რომ მშობლებს პატივი უნდა ვცეთ. შენ კი ამწარებ, სცემ კიდეც დედაშენს და ეს ერთხელაც არ მოგინანიებია". გრიგოლი მის წინ დაემხო, წმინდა ალექსანდრემ მას უთხრა: - წადი, შვილო, და შეირიგე შენი დამბადებელი და მისგან სინანულით ცოდვათა მიტევება გამოითხოვე. გაეცი მოწყალება, გამოზარდე ქვრივ-ობოლნი და ასეთი კეთილი საქმეების გამო ღმერთიც შეგიწყალებსო.



ბეჭდვა
1კ1