მაპატიეთ, ქრისტეს გულისთვის
მაპატიეთ, ქრისტეს გულისთვის
1927 წლის დეკლარაციის შემდეგ, როცა რუსეთში მიტროპოლიტმა სერგიმ საბჭოთა ხელისუფლებას ლოიალობა გამოუცხადა, ამან მრევლი აღაშფოთა. ცნობილი მამა, დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი იოსებიანელთა სქიზმაში წავიდა. სულიერ შვილებს იმ ტაძრებში შესვლაც კი აუკრძალა, რომლებიც მიტროპოლიტ სერგის ექვემდებარებოდნენ.

ერთი წლის შემდეგ მამა ვალენტინი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. ავად გახდა და გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან გულწრფელად მოინანია თავისი შეცდომა და ეკლესიას დაუბრუნდა. იგივე მოუწოდა თავის სულიერ შვილებს: "თქვენმა სულიერმა მამამ საშინელი სულიერი შეცდომა დაუშვა და მძიმედ შესცოდა. სამი წლის წინ გამოვეყავი მიტროპოლიტ სერგის და ჩემი სამწყსო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან გამოვიყვანე. ვაი მას, ვისგანაც ამ სოფელში საცთური მოდის, მე კი მრავალი შევაცდინე... ვკვდები და სიკვდილის პირისპირ მდგარი შევიგრძნობ ჩემს საშინელ ცოდვას წმინდა ეკლესიისა და თქვენ წინაშე. მაპატიეთ, ქრისტეს გულისთვის და ჩემთან ერთად დაუბრუნდით მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს. შეინანეთ, სათითაოდ, მართლმადიდებლობისგან განდგომის ცოდვა, რომლისკენაც გიბიძგეთ".

ბეჭდვა
1კ1