ვერც მრევლმა შეიკავა ცრემლი
ვერც მრევლმა შეიკავა ცრემლი
პატრიარქი ეფრემი 1937 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს... ექვსი წელი ტაიგაში უმძიმეს სამუშაოს ასრულებდა. 1944 წლის 21 ივნისს გაათავისუფლეს. საცხოვრებლად ციმბირი მიუჩინეს. უთხრეს: საქართველოში თუ გაგიწვიეს, მხოლოდ მაშინ შეგიძლია წასვლაო. შეატყობინა უწმინდესს და მანაც გამოითხოვა ციმბირიდან ეპისკოპოსი ეფრემი. თბილისში რომ ჩამოვიდა, პირდაპირ წმინდა ბარბარეს ტაძარს მიადგა, ჩამოჯდა კიბეზე და ატირდა. ხმაზე ტაძრიდან მღვდელი გამოვიდა, დაინახა ეპისკოპოსი და თავადაც აქვითინდა. ვერც მრევლმა შეიკავა ცრემლი ავადმყოფი და დაქანცული ეპისკოპოსის დანახვაზე...

უწინარეს ყოვლისა, ორი აღთქმა შეასრულა მღვდელმთავარმა - უთქვამს, ღმერთო, ოღონდ შინ მშვიდობით დამაბრუნე და მცხეთიდან შიომღვიმემდე და სიონიდან წმინდა ბარბარეს ტაძრამდე ფეხშიშველი ავალო...


ბეჭდვა
1კ1