დაემხო მის წინაშე, აღიარა ცოდვები და შეევედრა, ეპატიებინა
დაემხო მის წინაშე, აღიარა ცოდვები და შეევედრა, ეპატიებინა
წმინდა მარტინიანეს სახელი მთელ კესარიაში იყო განთქმული. ერთხელ ერთმა მეძავმა მისი ცდუნება გადაწყვიტა, ლამაზად გამოეწყო და ასე მივიდა მარტინიანესთან. ღირსი მამა არ დაჰყვა ცდუნებას, თავისი სენაკის წინ ცეცხლი დაანთო, შიშველი ფეხებით შედგა ნაკვერჩხლებზე და უთხრა საკუთარ თავს: "მარტინიანე, დაფიქრდი, როგორი იქნება ჯოჯოხეთის ცეცხლი. თუ გინდა ჯოჯოხეთში ჩავარდნა, მაშ, მიდი და შეეყავ იმ ქალს". ღირსი მამის მოთმინებისა და ტანჯვის შემხედვარე ქალი მყისვე მოვიდა გონს, დაემხო მის წინაშე, აღიარა ცოდვები და შეევედრა, ეპატიებინა და ელოცა მისთვის. იგი გახლავთ ღირსი დედა ზოია.


ბეჭდვა
1კ1