მორჩილება სად ისწავლე
მორჩილება სად ისწავლე
ადამიანის განკითხვისას დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან შესაძლოა საქმის ჭეშმარიტი არსი არ ვიცოდეთ, - ბრძანებს მამა პაისი ათონელი და მოგვითხრობს: - მრავალი წლის წინათ ათონზე ერთი ღვთისმოშიში დიაკონი ცხოვრობდა. მან ერთ მშვენიერ დღეს დატოვა მონასტერი და თავის სამშობლოში დაბრუნდა. მაშინ მამები მასზე ათას რამეს ამბობდნენ. სინამდვილეში კი მას მოსწერეს, შენს დებს უჭირთო. შეეშინდა, ისინი მრუდე გზაზე არ წასულიყვნენ, ამიტომაც მათ დასახმარებლად გაემგზავრა. ერთ ქარხანაში იშოვა სამუშაო და უფრო მეტი სიმკაცრით იწყო ცხოვრება, ვიდრე მონასტერში იყო. როგორც კი დები ფეხზე დააყენა, კვლავ მონასტერში წავიდა. გაუკვირდა იღუმენს, საიდან იცი ეს ტიპიკონი, მორჩილება სად ისწავლეო. მან ყველაფერი უამბო. იღუმენმა ეპისკოპოსს შეატყობინა. მან იგი მაშინვე მღვდლად აკურთხა. შემდეგ იგი ერთ მოშორებულ მონასტერში წავიდა, მკაცრად იღვაწა, სიწმინდის საზომს მიაღწია და სულიერად დაეხმარა მრავალ ადამიანს. ისინი კი, ვინც საქმის დასასრული არ იცის, შესაძლოა, აქამდეც კი განიკითხავენ.

ბეჭდვა
1კ1