სცადე, ერთი დღე მაინც შეეწინააღმდეგო ცოდვას
სცადე, ერთი დღე მაინც შეეწინააღმდეგო ცოდვას
ერთმა ბერმა პირიდან სისხლი წარმოაგდო. მამა აქილამ ჰკითხა, - ეს რა არისო. ბერმა: - განკითხვის სიტყვაა ძმისადმი, რომელმაც შემაწუხა და ვითმენდი, პასუხი არ გამეცა. შევევედრე ღმერთს, რათა ჩემგან აეღო. ეს სიტყვა პირში სისხლად მექცა, წარმოვნერწყვე, განვისვენე და გულის სიტყვა მიმავიწყდაო.

***
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) სწერდა ერთ ქრისტიანს: "აბა, სცადე, თვითონ იცხოვრე განკრძალულად ერთი დღე მაინც. თვალყური ადევნე საკუთარ თავს... ჯერ შეიცანი საკუთარი თავი, შემდეგ კი სცადე, ერთი დღე მაინც შეეწინააღმდეგო ცოდვას. მიხვდები, რარიგ ძნელია ეს და ისწავლი ადამიანური სისუსტეების მიმართ უფრო შემწყნარებლობას და არავის განიკითხავ. ორი ცოდვაა ყველაზე საშიში - განკითხვა და საცდური. ორივე ცხოვრებას სხვებსაც უფუჭებს და შენც. ღმერთი როგორ უპატიებელ ცოდვებს გვპატიობს, მე და შენ კი სხვებისთვის მცირეოდენის პატიებაც არ შეგვიძლია".

ბეჭდვა
1კ1