მამა პაფნუტი ჰყვებოდა: ერთხელ, მგზავრობისას, გზა შემეშალა და სოფელთან ახლოს მოვხვდი.
ვიხილე, კაცნი ცოდვათა შინა ურთიერთას. მივბრუნდი, დავდექი ლოცვად და ვევედრებოდი ღმერთს ჩემი ცოდვებისთვის. და ვიხილე მახვილმომარჯვებული ანგელოზი. მითხრა: პაფნუტი, იცი, რომ ყოველნი, რომელნი განიკითხავენ სხვათა, ამით განიგმირებიან? შენ არ განიკითხე, დაიმდაბლე თავი ღვთის წინაშე ისე, თითქოს თავად გექმნა ეს ცოდვა. ამიტომაც დაიწერა შენი სახელი ცხოვრების წიგნშიო. მამა პაფნუტიმ ასევე ბრძანა: "ნუ განიკითხავ მეძავს, უკეთუ შენ ხარ წმინდა, უწყოდე, ვითარმედ ეგეც შჯულის დარღვევაა, რამეთუ რომელმა თქვა: ნუ იმრუშებ, მანვე თქვა, ნუ განიკითხავ".