აღარ მინდა შურისძიება, შემინდე, მამაო!
აღარ მინდა შურისძიება, შემინდე, მამაო!
სულიერი ძმისგან გაბრაზებული ბერი მივიდა წმინდა სისო დიდთან და უთხრა: ამა და ამ ძმამ გამაბრაზა და მინდა სამაგიერო გადავუხადოო. წმინდა სისომ - ვილოცოთო. წმინდა მამამ აღაპყრო ხელები და თქვა: - ღმერთო, ღმერთო, აღარ გვჭირდები და არც შენი მზრუნველობა გვინდა, რადგან თვითონ ვაპირებთ შურისძიებასო. ეს რომ ბერს მოესმა, შეშინებული დაეცა წმინდა მამის ფერხთით და შეჰღაღადა: აღარ მინდა შურისძიება, შემინდე, მამაო!

* ერთი თანამედროვე ათონელი მამა ამბობს: "ხომ გინახავს კაცი, რომელიც შენთან სხვას განიკითხავს? გჯეროდეს, რომ შენც ოდესმე სხვებთან განგიკითხავსო".



ბეჭდვა
1კ1