"ვცოდე, უფალო, შემინდე!"
"ვცოდე, უფალო, შემინდე!"
მამა ისაკმა ერთ მონასტერში ცოდვაში მყოფი ძმა ნახა და განიკითხა. სენაკში დაბრუნებულს გამოეცხადა ღვთის ანგელოზი: "ღმერთმა შენთან მომავლინა. შენი ძმა რად განიკითხე, რატომ არ შეაგონე?" ბერი ანგელოზის წინაშე დაემხო და ცრემლით შეჰღაღადა: "ვცოდე, უფალო, შემინდე!" უთხრა ანგელოზმა: "ადექი, შეგინდო ღმერთმა და ამიერიდან ნურავის განიკითხავ, ვიდრე ღვთის განკითხვამდე".

- ბერმა თქვა: "თუ ვინმეს ნახავ, იცინოდეს ან ჭამდეს, კი ნუ განიკითხავ, არამედ თქვი: ნეტარია, რადგან ცოდვები არ ჰქონია, ამიტომ იქცევა ასე და უხარია".

***
ბერმა თქვა: "შენი ძმა თუ ნახე ცოდვით დაცემული, გონებაში უმალ შემოვა განკითხვა, მაგრამ ნუ გაიკვირვებ ამას და ნუ შეიწყნარებ, არამედ განიშორე და მიუგე ეშმაკს: "წყეული იყავ, ეშმაკო, რამეთუ ეს საქმე ჩემი ძმისა კი არ არის, არამედ შენია და შენთანვე იყოს!" გამოისახე ჯვარი და ნუ განსჯი ძმას.

ბეჭდვა
1კ1