წმინდა მამის ნათქვამმა ქურდს გული შეუძრა
წმინდა მამის ნათქვამმა ქურდს გული შეუძრა
ვინმე დიდი ბერის სენაკის ახლოს ერთი ძმა ცხოვრობდა, რომელიც მის კელიაში შეიპარებოდა საქურდლად. ბერი ამას არ იმჩნევდა. უფრო მეტს შრომობდა, ამბობდა: შესაძლოა ძმას ძალიან სჭირდება და იმიტომ მიაქვსო. მაგრამ ეს "ძმა" ხშირად არსობის პურსაც კი ჰპარავდა მოხუცებულს. როცა ღირსი მამა კვდებოდა, გარს ბერები შემოეხვივნენ, მათ შორის იყო მისი მაჭირვებელიც. მომიახლოვდიო, უთხრა და ქურდს ხელებზე ეამბორა, მერე კი უთხრა: ძმაო, შენი ხელების მადლობელი ვარ, რადგან მათი შეწევნით ზეციურ სასუფეველში მივდივარო. წმინდა მამის ნათქვამმა ქურდს გული შეუძრა, შეინანა და გამოსწორდა.


ბეჭდვა
1კ1