"ეს არის გზა ცხოვრებისა"
"ეს არის გზა ცხოვრებისა"
მონასტრის საძმო შეიკრიბა, რათა განეკითხათ ერთი ცოდვაში ჩავარდნილი ძმა. მამა პიორი კი დუმდა. როცა შეცდომილი ბერის საქმე გაარჩიეს, მამა პიორი გარეთ გავიდა, აიღო ორი გოდორი, ერთი ქვით აავსო და ზურგზე მოიკიდა, მეორეში კი ცოტა ჩაყარა, ხელში დაიკავა და ასე მივიდა ძმებთან. ბერებს გაუკვირდათ ასეთი საქციელი - მამაო, რას ნიშნავს ესო. მან მიუგო: "ის გოდორი, რომელიც ზურგზე მიკიდია და ვერ ვხედავ, ჩემი ცოდვებია, ხოლო ის, რომელიც ხელში მიჭირავს და ვხედავ, ჩემი ძმისა. ღმერთი გვავალებს, რომ ჩვენი ცოდვები კარგად გამოვიძიოთ, ჩვენ კი ამას უგულებელვყოფთ და ზურგს უკან ვიქცევთ, სხვის ცოდვებს კი წინ დავიდებთ და განვიკითხავთ, რის გამოც დავისჯებითო". ბერები მისმა სიტყვებმა დააფიქრა. თქვეს: "ეს არის გზა ცხოვრებისა", - და დაიშალნენ.


ბეჭდვა
1კ1