მთლიანად განიკურნა ის ბავშვი
მთლიანად განიკურნა ის ბავშვი
ერთხელ წმინდა გრიგოლთან მივიდა ქალი რომელსაც ხელთ ჰყავდა თავისი პატარა ძე, დაახლოებით ორი წლისა, ბავშვს ხელ-ფეხი ეშმაკისგან ჰქონდა წართმეული და პირი მოღრეცოდა. ქალი ტიროდა, ძე დაუგდო წმინდანს ფერხთით და უთხრა: "ღვთის წმინდანო, წყალობა უყავი ამას, ადამიანთაგან განწირულს, რადგან ღვთის შემდეგ შენსკენ მოვილტვი". როდესაც დაინახა წმინდანმა მისი მეტისმეტი გოდება, შეებრალა და ატირდა. მაშინ წმინდა გრიგოლმა თქვა: "ქრისტეს სახელი გაძევებს, ეშმაკო, გაშორდი ამ უმანკო ჩვილს უკუნისამდე". გადასწერა ჯვარი და მყისვე გარბოდა ბოროტი სული და მთლიანად განიკურნა ის ბავშვი, მისი მშობელი კი სიხარულით ჰმადლობდა ღმერთს და წმინდასა გრიგოლს.


ბეჭდვა
1კ1