"ქრისტეს სახელით, შეჩერდი, ძელო!"
"ქრისტეს სახელით, შეჩერდი, ძელო!"
ერთხელ, ყინვაში, ძმები ხანძთის ტყეში ქვევით ყრიდნენ ძელს. მათთან იყო ნეტარი გრიგოლიც, გამოსაჩენ ადგილას მდგარი. რომელიღაც მოხუცებული ძმა ძელის ჩამოსაგორებელ ადგილზე გადიოდა, სხვა ძმებმა არ იცოდნენ ეს და ძალიან დიდი ძელი დაუშვეს. როდესაც ამ ძმამ დაინახა ძალუმად მომავალი ძელი, შეშინდა, გაქცევის ძალა მოესპო და დაიყვირა: "მამაო, შემეწიე!" წმინდა გრიგოლმა კი ჯვარი გადასახა ძელს და უთხრა: "ქრისტეს სახელით, შეჩერდი, ძელო!" და მისმა სიტყვამ, როგორც შეუძრავმა კლდემ, ფრიალო ადგილზე გააჩერა მორი, ძმას კი გასვლა უბრძანა.



ბეჭდვა
1კ1