ღმერთო, მიშველე
ღმერთო, მიშველე
ჯვრის ძალით ეშმაკნი განიდევნებიან. კვიპრიანე მოგვყოფილს ეშმაკნი დაესხნენ თავს. ჯვრის გამოსახვა მოახერხა და უფალს შეჰღაღადა: - ღმერთო, მიშველეო. ეშმაკი უკვალოდ გაქრა. აქვე გვსურს ერთი შემთხვევაც გავიხსენოთ, რომელსაც წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი გვიყვება: ოდესღაც იულიანე განდგომილმა ერთ, კაცთათვის მიუწვდომელ მღვიმეში შესვლა გადაწყვიტა, რათა იქ დაბუდებულ დემონებთან მომავალზე ესაუბრა. მიდის იულიანე და თანდათან საშინელი შიში იპყრობს. ეტყობა, მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელმა დემონებთან ურთიერთობაში, ძველი ჩვეულებისამებრ (ის ადრე ქრისტიანი იყო), ჯვარი გამოისახა. მისი ძალით ეშმაკები გაიფანტნენ. იულიანემ მღვიმეში გზა განაგრძო. ისევ ეშმაკი გამოეცხადა და ისევ ჯვარი გამოისახა. მიდიოდა განდგომილი და თან ჯვარს ისახავდა... მაგრამ ვაი, რომ არ იმოქმედა მასზე ჯვრის ძალამ (მისი უსჯულო არჩევანის გამო) და წინააღმდგომი შეიქმნა ქრისტეს სჯულისა.


ბეჭდვა
1კ1