მისით ძლევდა ხილულსა თუ უხილავ მტერს
მისით ძლევდა ხილულსა თუ უხილავ მტერს
წმინდა დიდმოწამე პროკოფი (III ს.) ადრე წარმართი სამხედრო პირი გახლდათ. ერთხელ დიოკლეტიანემ ქრისტიანთა საწამებლად ალექსანდრიაში გაგზავნა. გზაში ხილვით ქრისტესკენ მოიქცა. ღამის 3 საათზე მიწა იძრა, რასაც თან ჭექა-ქუხილი ახლდა. წმინდა პროკოფიმ, რომელსაც მონათვლამდე ნეანს ეძახდნენ, გაიგონა ხმა: - ნეან, ნეან, რატომ მდევნი? მხედართმთავარმა შემკრთალი ხმით მიუგო: - ვინ ხარ, უფალო, რამეთუ ვერ გცნობ. როცა ეს თქვა, ჰაერში ბრწყინვალე, თითქოს ბროლის ჯვარი დაინახა. ჯვრიდან ხმა გამოკრთა: "მე ვარ ჯვარცმული იესო, ძე ღვთისა, ამ ნიშნით სძლევ შენს მტრებს და მშვიდობა იქნება შენთან". ამგვარად, ნეანიც, სავლეს მსგავსად, ქრისტეს მდევნელიდან უფლის ერთგულ მსახურად იქცა. სკითოპოლში მისულმა ოქრომჭედელს ნანახი ჯვრის მსგავსის შექმნა დაავალა. ჯვარი მზად იყო, რომ უეცრად მის სამ ბოლოზე ხელთუქმნელი ხატები გამოისახა: მაცხოვრისა და მთავარანგელოზთა - მიქაელისა და გაბრიელისა. ოსტატი განცვიფრდა, გადაწყვიტა მათი გადაშლა, მაგრამ რამდენჯერაც ფუნჯს მოკიდა ხელი - ვეღარ გაანძრია. წმინდა პროკოფიმ დიდი სასოებით მიირქვა ჯვარი, სულ თან დაჰქონდა და მისით ძლევდა ხილულსა თუ უხილავ მტერს.

ბეჭდვა
1კ1