ვიდექი ცეცხლში ნახევარი საათი და უვნებელი ვიყავი
ვიდექი ცეცხლში ნახევარი საათი და უვნებელი ვიყავი
მამა კოპრია უყვებოდა დეკანოზ რუთინს: ერთხელ ქალაქში გავემგზავრე. იქ ერთ მანიქეველთა (ეკლესიის მამათაგან დაგმობილი ერესი, - კ.კ.) მოძღვართან მომიხდა შეხვედრა. შევეკამათე რწმენაში, მაგრამ ძალზე მოხერხებული აღმოჩნდა და ვერა და ვერ ვძლიე. შიშმა შემიპყრო, ვაითუ, ცდუნებულიყვნენ ჩვენი მსმენელნი, თუ მათ დამარცხებული გავეცლებოდი. მაშინ წამოვიძახე: დიდი ცეცხლი დავანთოთ მოედანზე, ორივემ მასში გავიაროთ და ვინც უვნებელი დარჩება, მისი რწმენა იქნება მართალი-მეთქი. ცეცხლი რომ დაანთეს, მოითხოვეს, პირველი მე შევსულიყავი. გამოვისახე ჯვრის ნიში იესო ქრისტეს სახელზე და ცეცხლში შევედი. ცეცხლის ენები გაიწია, გაიფანტა და არც შემხებია, ვიდექი ცეცხლში ნახევარი საათი და უვნებელი ვიყავი. მანიქეველის ჯერმა რომ მოაწია, არ უნდოდა შესვლა. ხალხმა შეიპყრო და შეაგდო ცეცხლში, მაგრამ ნახევრადდამწვარი უკანვე გადმოხტა. ხალხმა ის ქალაქიდან გააგდო.


ბეჭდვა
1კ1