ყოველ ჟამს მღვიძარე იყოთ და სიწმინდით მსახურებდეთ უფალს
ყოველ ჟამს მღვიძარე იყოთ და სიწმინდით მსახურებდეთ უფალს
გარდაცვალების წინ წმინდა იოანე ზედაზნელი ამგვარად არიგებდა სულიერ შვილებს: "ძმანო ჩემნო, თქვენც მარადის მოელოდეთ სიკვდილს და განეკრძალეთ ეშმაკის მახეებისგან, რადგან ბოროტი იგი მტერი "უმზირს ბრჭალთა (ფეხის ქუსლი) სულისა ჩვენისათა", და ვერავინ გაექცევა მათ ხელთაგან, თუ მარხვით, ხორცთა სიწმინდით არ მიიღებს ღვთისაგან ძალას. ამისთვისცა გევედრებით, შვილნო ჩემნო, რათა ყოველ ჟამს მღვიძარე იყოთ და სიწმინდით მსახურებდეთ უფალს".

* მამა ვიტალი სიდორენკოზე ფეხმძიმე დედამისი ალექსანდრა ლოცულობდა: "ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, რომ სათნო გეყოს შენც და ადამიანებსაც!" ერთხელ, ძილში, ორი კაშკაშა მზე დაინახა და გაუკვირდა, მნათობი ორი რატომ არისო. ძილშივე უპასუხეს: ერთი მზე შენს წიაღშიაო. მართლაც შეეძინა მზეჭაბუკი, რომელმაც შემდგომში მრავალთა სული გაათბო ღვთის მადლით.


ბეჭდვა
1კ1