ან იცხოვრე ისე, როგორც შეეფერება მაგ სახელს, ან შეიცვალეო
ან იცხოვრე ისე, როგორც შეეფერება მაგ სახელს, ან შეიცვალეო
ერთხელ ალექსანდრე მაკედონელს შეატყობინეს, მავანი ჯარისკაცი დისციპლინას არღვევს, ყველგან უწესრიგობა შეაქვს და ძალზე ცუდად იქცევაო. მომიყვანეთო, - ბრძანა მეფემ. მიუყვანეს. ალექსანდრემ ჰკითხა, - რა გქვიაო. ალექსანდრეო, - მიუგო კაცმა. ეს რომ მეფემ გაიგონა, განრისხებულმა დაუყვირა: - ან იცხოვრე ისე, როგორც შეეფერება მაგ სახელს, ან შეიცვალეო. "თითოეულ ჩვენგანს ხომ ქრისტიანი გვეწოდება, მაგრამ განა ყველა ვცხოვრობთ ამ სახელის შესაფერად?" - გვეკითხება წმინდა ნიკოლოზ სერბი.



ბეჭდვა
1კ1