იფიქრე, თუ რა მოგეცა
იფიქრე, თუ რა მოგეცა
ათონელი მამა ათანასე (გრიგორიატის მონასტრის იღუმენი, +1937), სამღვდელო ხარისხს ისე კეთილმოკრძალებით უცქერდა, რომ შემდგომ, როცა იღუმენი გახდა და თვითონ აღკვეცა 27 ბერი, მათგან არც ერთისთვის არასოდეს მიუცია წმინდა ტრაპეზთან მიახლოების ნება. ყოველთვის შეაგონებდა მათ: სჯობს, სკვნილით იყო სამოთხეში, ვიდრე ოლარით - ჯოჯოხეთშიო. მამა ათანასე ზრუნავდა, რომ ტაძარში ყველაფერი დიდებული და ღვთის ღირსი ყოფილიყო, მათ შორის სამღვდელო შესამოსელიც. მწირველ მღვდლებს მამა ათანასე ასწავლიდა: თქვენ, ვინც ღირსი შეიქმენით, აღასრულოთ საღმრთო ლიტურგია, უნდა იყოთ ყურადღებიანნი, უმწიკვლონი, კეთილკრძალულნი, დიდებული სამოსით შემოსილნი... როცა მღვდელი სწირავს უსისხლო მსხვერპლს, უნდა გრძნობდეს, რომ მის სულში კანდელი ანთია და იგი არ უნდა ჩაუქრეს მომდევნო ლიტურგიამდე. ეს სულის კანდელი პირველი ლიტურგიიდან უკანასკნელამდე უნდა შეინახოს ჩაუქრობლად და იზრუნოს მასზე. წირვის შემდეგ განმარტოვდი სადმე და სიმყუდროვეში იფიქრე, თუ რა მოგეცა. გაექეცი საუბრებს და არასოდეს გაიცინო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ.

ბეჭდვა
1კ1