ისეთივე პატივის ღირსი გახდები, როგორიც აბრაამმა მიიღო ღვთისგან
ისეთივე პატივის ღირსი გახდები, როგორიც აბრაამმა მიიღო ღვთისგან
ერთ მონასტერში მამა-შვილი ცხოვრობდა. მამას გადაჭარბებული წარმოდგენა შეექმნა საკუთარ სულიერ შესაძლებლობებზე და ხელში ჩაუვარდა ეშმაკს, რომელიც ხშირად ეცხადებოდა უფლის ანგელოზის სახით. როცა ბოროტი დარწმუნდა, რომ ბერი მთლიანად მის ხელში იყო, შესთავაზა, შვილისთვის ყელი გამოეჭრა და ამ გზით უფლისთვის შეეწირა. "სანაცვლოდ ისეთივე პატივის ღირსი გახდები, როგორიც აბრაამმა მიიღო ღვთისგანო", - უთხრა. უგუნურმა მამამ ყურად იღო ბოროტის შეგონება და დანის ლესვა დაიწყო. კიდევ კარგი, რომ შვილი დროზე მიუხვდა ჩანაფიქრს და გაქცევით უშველა თავს.


ბეჭდვა
1კ1