თუ ვინმე აგინებს ღვთის სახელს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ იგი
თუ ვინმე აგინებს ღვთის სახელს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ იგი
არქიმანდრიტი ქერუბინი ერთხელ ნავსადგურიდან კალივაში ბრუნდებოდა. ჩხუბის ხმა შემოესმა. "კარგი არაფერი მოხდებაო", - გაიფიქრა და წყალსაცავისკენ წავიდა, სადაც ბერი პ-ე ერისკაც მენავეს ეჩხუბებოდა. მენავემ შეაგინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი. მონაზონმა მოჰკიდა ხელი მენავეს და ძლიერი დარტყმით წყალში ჩააგდო, თან მიაძახა: "შე არამზადავ, მე ღვთისმშობლის სიყვარულისთვის უარვყავი მშობლები, სოფელი და საკუთარი თავიც. შენ აქ, მის სამეფოში, მის ლანძღვას ბედავ?" ქერუბინმა მიირბინა, კიდევ რომ არაფერი მომხდარიყო და მენავე წყლიდან ამოათრია. საღამოთი კი თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს, მოუყვა ყველაფერს და ჰკითხა, იყო თუ არა მამა პ-ეს საქციელი ღვთისთვის სათნო. მამა გრიგოლმა ბრძანა: "წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ თუ ვინმე აგინებს ღვთის სახელს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ იგი. ის ხელით შეხების უფლებასაც კი გვაძლევს: "გააწანი სილა, შეუმუსრე ბაგე, განიწმინდე (ამ გარტყმით, - კ.კ.) ხელი შენი". წმინდა მამები ამბობენ, რომ მორჩილი მოვალეა, შეეწინააღმდეგოს მათ, ვინც მის მოძღვარს ცილს სწამებს. მით უფრო უნდა დავიცვათ უფლისა და ღვთისმშობლის სახელები, როცა ზოგიერთნი, რომელთაც ღვთის შიში არ აქვთ, ლანძღავენ მათ".

ბეჭდვა
1კ1