ნუ ეძებ სიმართლეს
ნუ ეძებ სიმართლეს
მღვდელმონაზონმა მიხეილ (პიტკევიჩი, 1962) ბალაამელმა იგავად თქვა: "ცხოვრობდა სიმართლე დედამიწაზე. ცუდად იყო მისი საქმე. სადაც არ უნდა გამოჩენილიყო, სადაც არ უნდა მისულიყო, ყველგან კარს უკეტავდნენ, მისი ადგილი არსად იყო... წავალ ტაძარშიო, - იფიქრა სიმართლემ. შევიდა ეკლესიაში და იქაც ხელის კვრა დაუწყეს - აქ ნუ დადგები, ეს ჩემი ადგილია, იქ ნუ მიხვალ, მანდ მდიდრები და ღირსეული ხალხი დგებაო... წაიწია სიმართლემ ამბიონისკენ. იქაც ვერ იპოვა ადგილი... საკურთხეველში შევიდა და წმინდა ტრაპეზის წინ დადგა... ერთი ეუბნება, - მე უფროსი ვარ, მეათე გაიძახის: მე ხარისხით მაღლა ვდგავარ და აქ დგომის ღირსი ვარ, მესამე გაიძახის - მე განსწავლული ვარ და აქ დგომა მე მეკუთვნის". - თვით საკურთხეველშიც კი ვერ მონახა თავისი ადგილი. ნუ ეძებ სიმართლეს"...


ბეჭდვა
1კ1