ისწავლეთ სიმდაბლე
ისწავლეთ სიმდაბლე
"ვისაც არასოდეს შეშინებია საკუთარი თავისა, მან არ იცის, რა არის ნამდვილი შიში", - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი. იგივე მამა ამბობს: "ღვთის შიში - ღვთისმოსაობის მარილია, ის შემოუჭერს ბარძაყს, შემოსწერს მუცელს, აფხიზლებს გულს, მოთოკავს გონებას, გაშოლტავს თვითნებობას.

თმაც დათვლილია თქვენს თავზე, ძმანო, და, მით უმეტეს, თქვენი დღენი ცხოვრებისანი. ასე რომ, ნუ გეშინიათ თქვენთვის დანიშნულ დღეზე ადრე სიკვდილისა, მაგრამ ნურც დაიმედდებით, ასე თუ ისე ერთი დღით მაინც გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე მისი ნების საწინააღმდეგოდ, ვინც დათვლის და გაზომავს. შეიგრძენით ეს ყოველივე და ისწავლეთ სიმდაბლე და შიში ღვთისა".


ბეჭდვა
1კ1