პირუტყვმა "მორჩილებით" აღასრულა
პირუტყვმა "მორჩილებით" აღასრულა
გასულ საუკუნეში, ათონზე მოღვაწე მამა თეოფილაქტეს ერთხელ, შუაღამისას, სენაკის კარზე ვიღაცამ დაუკაკუნა. გააღო კარი და რას ხედავს - მის წინ შველი დგას და ბერს მოტეხილ ფეხს უჩვენებს. მამა თეოფილაქტემ გადაუხვია ფეხი და უთხრა, - რვა დღის შემდეგ დაბრუნდიო. მართლაც, რვა დღის შემდეგ, იმავე დროს, შველმა ისევ მიაკითხა. ბერმა კიდევ გადაუხვია და ისევ რვა დღის შემდეგ დაიბარა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ერთხელ მამა თეოფილაქტემ ნახა, რომ შველს ფეხი მორჩენოდა და უბრძანა ცხოველს, აღარ მისულიყო მასთან, რაც პირუტყვმა "მორჩილებით" აღასრულა.


ბეჭდვა
1კ1