ღმერთი აკურთხებს თავის მიმბაძველს
ღმერთი აკურთხებს თავის მიმბაძველს
მამა ეფრემ კატუნაკელი ბრძანებდა: "შენი მოძღვრის დალოცვა მთელი სამყაროს ლოცვაზე შეუდარებლად დიდია. გამოითხოვე კურთხევა მოძღვრისგან? მაშინ ნუღარაფრის გეშინია... ჩვენ, მოძღვრები, ეგებ ზოგჯერ ვცდებოდეთ, მაგრამ თუ თქვენ მორჩილად აღასრულებთ კურთხევას, საქმე ავის მაგივრად კეთილად შემოგიბრუნდებათ. ვინც მორჩილებს თავის მოძღვარს, ბაძავს ქრისტეს, რომელიც მორჩილი იყო ზეციური მამისა, ხოლო ღმერთი აკურთხებს თავის მიმბაძველს".

* გლინელი მამა იოანე (მასლოვი) ჰყვებოდა: "მოვა კაცი და რაღაცისთვის კურთხევას მთხოვს. ვიწყებ მისთვის ლოცვას, მაგრამ ზეცა დუმს. ვერ ხვდები, რაშია საქმე, ორი კვირის შემდეგ კი ხედავ, რომ ამ კაცს თითქოს რკინის ბორკილები ადევს. მას ხომ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, კურთხევა კი ისე, ფარად სჭირდებოდა. ამიტომაც დუმდა ზეცა".


ბეჭდვა
1კ1