ღმერთმა გაპატია ცოდვები
ღმერთმა გაპატია ცოდვები
როცა ამბა ამოსი იერუსალიმის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა, მის თაყვანსაცემად სხვადასხვა უდაბნოდან ბერები მოვიდნენ. "ილოცეთ, მამებო, ჩემთვის, ცოდვილისთვის, - ეუბნებოდა მათ პატრიარქი, - უდიდესი და მძიმე ტვირთი დამაწვა ზურგზე, შემაძრწუნებს ღვაწლი უფროსობისა. წამიკითხავს, რომის პაპმა ლევმა 40 დღე გაატარა ეკლესიაში, მარხვით და ლოცვით, ცრემლმორეული ღმერთს შესთხოვდა ცოდვათა მიტევებას. ბოლოს, მოესმა ხმა: ღმერთმა გაპატია ცოდვები, ხელდასხმით მიღებული ვალდებულების გარდა; მხოლოდ ამის გამო განიკითხებიო..."

ბეჭდვა
1კ1