მონასტერში მიმავალ ვაჟს გზა დაულოცა
მონასტერში მიმავალ ვაჟს გზა დაულოცა
პატარა დემეტრიუსი, შემდგომში ღირსი მამა დანიელ კატუნაკელი (+1929), ათონის მთაზე გაიპარა. გზა და გზა გემით მთელი საბერძნეთის წმინდა ადგილები მოილოცა. ამ დროს დამწუხრებული დედამისი ღვთისმშობელს ევედრებოდა: "მან ისე მიგვატოვა, არაფერი უთქვამს. რატომ გააკეთა ასე, განა მე ღმერთი არა მწამს? რატომ არ აიღო ჩემგან კურთხევა, მე მისი პატიება არ შემიძლია. ჰოი, ღვთისმშობელო, სულითა და გულით გევედრები, ნუ მისცემ მას ბერობის ნებას, ვიდრე ჩემგან კურთხევას არ აიღებსო". შეისმინა უფლის დედამ მისი ვედრება. ამოვარდა ქარი, ათონისკენ მიმავალ გემს გეზი შეუცვალა და გემმაც დემეტრიუსის მშობლიურ ქალაქში ჩაუშვა ღუზა. ნავსადგურში მას მეგობარი შეხვდა და სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით დაბრუნდა შინ. დედამ ეს სასწაულად მიიღო და ცოტა ხნის შემდგომ მონასტერში მიმავალ ვაჟს გზა დაულოცა.


ბეჭდვა
1კ1