ღმერთმა გაკურთხოს
ღმერთმა გაკურთხოს
წმინდა ამბროსი ოპტელს მოკვეთილი ჰქონდა თავისი ნება. ეს გულისხმისსაყოფელი ამბავი მაშინ მოხდა, როცა უკვე სკიტის მოძღვარი გახლდათ. ღირსმა მამამ ტყეში კელიის აშენება გადაწყვიტა. თავის ორ სულიერ შვილთან ერთად ადგილი შეარჩია. მამა ამბროსიმ ბერებს უთხრა, - მაკურთხეთ, ძმებო, რომ აქ კელია ავიშენოო. ძმები დუმდნენ და ვერ ბედავდნენ მის კურთხევას. მაშინ მამა ამბროსიმ იქვე მდგომ პატარა ბიჭს, ევგენის, ხელზე ხელი მოჰკიდა, ჯვარი გადაასახვინა შერჩეულ ადგილზე და პატარა აიძულა, დაელოცა ამ სიტყვებით: სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ. ღმერთმა გაკურთხოს, რომ აქ კეთილად იცხოვროო.

ყრმისგან აღებული კურთხევის შემდეგ კელია მალევე აშენდა.

ბეჭდვა
1კ1