იგი იყო ხმა სულიწმიდისა
იგი იყო ხმა სულიწმიდისა
მამა ეფრემ კატუნაკელი (+1998) სულიერი შვილი იყო მამა იოსებ ათონელისა (ისიქასტისა). ერთხელ, წირვისას, როცა მამა ეფრემმა წარმოთქვა, "მშვიდობა ყოველთა" და აკურთხა მცირე ტაძარში შეკრებილი საძმო, რომელთა შორის მამა იოსებიც იყო, გაიფიქრა, - მე ხომ ჩემი სულიერი მამისგან ვიღებ მადლს, როგორ შემიძლია იგი ვაკურთხოო. ამის პასუხად მაშინვე მოესმა ხმა, რომელიც ოლარიდან გამოდიოდა: "ეს მე ვაკურთხებ". მიხვდა მამა ეფრემი, რომ იგი იყო ხმა სულიწმიდისა, რომელიც აკურთხებს მღვდლის ხელით. "დიდ ძალას ფლობს ოლარი, - ამბობდა შემდგომ, - იგი შემრიგებელია დაცემული კაცისა ზეციურ მამასთან - თავის შემოქმედთან".


ბეჭდვა
1კ1