მორჩილება მსხვერპლის შეწირვაზე აღმატებულია
მორჩილება მსხვერპლის შეწირვაზე აღმატებულია
მამა იოსებ ათონელი ერთი ხანობა დასასვენებლად ლოგინში საერთოდ არ წვებოდა, მთელ ღამეებს მუხლთდრეკასა და განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა. ასე ცხოვრობდა მისი მორჩილი მამა არსენიც. ერთხელ, ერთ დედათა მონასტერში დარჩნენ სტუმრად. მონასტრის დედებს ლოგინი რამდენჯერმე ისევ ისე დახვდათ, როგორც საღამოთი გაშალეს. ეს ამბავი იღუმენიას შეატყობინეს. მან მამა იოსები დაიბარა და უთხრა: შეგიძლია მორჩილება? - შემიძლია, - უპასუხა მამა იოსებმა, - მაშინ დღეიდან დაწექი ლოგინში და ისე დაისვენე. მამა იოსებს თუმცა გაუჭირდა, მაგრამ მაინც დაემორჩილა იღუმენიას. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად დაწვა ლოგინზე და დაიძინა. როცა გაიღვიძა, სულიერი და ფიზიკური ძალების მობერვა იგრძნო. დარწმუნდა კიდევ ერთხელ საღვთო წერილის ჭეშმარიტებაში, რომელიც გვასწავლის: მორჩილება მსხვერპლის შეწირვაზე აღმატებულია.


ბეჭდვა
1კ1