მას მერე, რაც მონაზვნად აღვიკვეცე, ხორცი არ მიჭამიაო
მას მერე, რაც მონაზვნად აღვიკვეცე, ხორცი არ მიჭამიაო
ერთხელ ნეტარმა ეპიფანემ მამა ილარიონთან კაცი გაგზავნა და სთხოვა: მოდი ჩემთან, რათა ერთმანეთი ვიხილოთ, ვიდრე ამ სხეულს დავტოვებთო. მივიდა ბერი და განიხარეს ერთმანეთით. დასხდნენ სატრაპეზოდ, მოართვეს ფრინველი. მთავარეპისკოპოსმა ხორცი დაუდო ღირს ილარიონს, ხოლო ბერმა უპასუხა: მას მერე, რაც მონაზვნად აღვიკვეცე, ხორცი არ მიჭამიაო. მაშინ უთხრა მას მღვდელმთავარმა: "მას მერე, რაც ეპისკოპოსი გავხდი, არც მე დავწოლილვარ ისე, რომ ჩემზე ვინმე ყოფილიყო გაბრაზებული". მაშინ უთხრა დიდბერმა: - შენი ღვაწლი არის ის, რომელიც სათნო არის ღვთისთვისო.


ბეჭდვა
1კ1