მუდამ ზრუნავდა მონაზონ პარასკევაზე
მუდამ ზრუნავდა მონაზონ პარასკევაზე
სიკვდილი მოყვარულ სულებს ვერ განაშორებს. უსაზღვროა დედობრივი სიყვარული და მას კაცის გარდაცვალება ვერ დაუდებს მიჯნას. შამორდინოს მონასტრის სქემმონაზვნის, დედა პარასკევას დედა ბრწყინვალე ორშაბათს გარდაიცვალა. დიდად მოწყალე, ქრისტეს უმცროსმა ძმებმა (გლახაკებმა) მიაცილეს სამარემდე. გავიდა ხანი. ქალიშვილი უკვე ბელევის მონასტრის მონაზონი იყო. ერთხელ სულიერი რჩევისთვის მამა ამბროსი ოპტელთან მივიდა. შენიშნა, რომ მამა ამბროსი სკიტიდან გამოვიდა, კუთხის გოდოლთან შეჩერდა და ვიღაცას გაუბა საუბარი. ვინ იყო, არ ჩანდა. მერე წმინდა ამბროსი მივიდა თავის ქოხთან. უამრავი ხალხი შემოეხვია. ამ დროს მისმა მორჩილმა იკითხა, - ვინ არის აქ ბელეველი მონაზონი? პარასკევა მივიდა და მორჩილმა მოძღვართან შეიყვანა. მამა ამბროსი მას მაშინ ჯერ არ იცნობდა. პარასკევას უთხრა, რომ ახლა მას მისი გარდაცვლილი დედა, ქიონია გამოეცხადა, აღუწერა, რა ეცვა მიცვალებულს დაკრძალვისას. გარეგნულადაც დაახასიათა. დედას უთხოვია ღირსი მამისთვის: ჩემს პარასკევას უმფარველეო. მართლაც, წმინდა ამბროსი, ვიდრე აღესრულებოდა, მუდამ ზრუნავდა მონაზონ პარასკევაზე.


ბეჭდვა
1კ1