ჩვენ მოგვეზღვება შენი დრტვინვის გამო
ჩვენ მოგვეზღვება შენი დრტვინვის გამო
მამა არსენი მღვიმელი თავის სულიერ შვილებს გაჭირვების მოთმინებით გადატანას ასწავლიდა. "მაშინ მოდის თქვენზე კურთხევა ღმრთისა", - ეუბნებოდა იგი.

ერთხელ მამა არსენმა თქვა, - ესაა თევზი? ჩალასავითააო (ანუ უყუათოა).

ბერდიდმა უპასუხა:

- ყველაფერი, რაც ღმერთმა მოგვცა - კარგია. არსენ, ჩვენ მოგვეზღვება შენი დრტვინვის გამო.

მართლაც, მალე შიმშილობა ჩამოვარდა.

***
წმინდა არსენი დიდზე ამბობდა მამა დანიელი: ამდენ ხანს დაჰყო ჩვენთან და ვერ შევძელით მიგვებაძა მისეული ცხოვრებისათვის. შაბათს, მწუხრზე მზეს ზურგს შეაქცევდა, პირით აღმოსავლეთით დადგებოდა. აღაპყრობდა ხელებს ზეცად და ლოცულობდა, ვიდრემდის კვლავ მის წინ მზე არ ამოვიდოდა.

ბეჭდვა
1კ1