მეგობარო, მოდი, ადგილები გავცვალოთ
მეგობარო, მოდი, ადგილები გავცვალოთ
ერთხელ არქიმანდრიტ ეპიფანეს (თეოდოპულოსი) ერთი ახალგაზრდა, რომელიც საოფიცრო კურსებზე სწავლობდა და იქ დიდი განსაცდელი შეხვდა, დაჟინებით სთხოვდა, კურსებიდან წამოსვლაზე ეკურთხებინა. მამა ეპიფანემ უთხრა: - შვილო, შენ რომ ინვალიდთა სახლში შესულიყავი და ლოგინს მიჯაჭვულისთვის შეგეთავაზებინა, - მეგობარო, მოდი, ადგილები გავცვალოთო, ინვალიდი ჩიტივით წამოხტებოდა და სასწავლებელში გაიქცეოდა. ეჰ, შვილო! ჩვენ ჯანმრთელები ვართ, მაგრამ ვწუწუნებთ და ვდრტვინავთო. ახალგაზრდა მოძღვრისგან ფრთაშესხმული წავიდა.

ბეჭდვა
1კ1