ხვალ ღმერთი მოგვცემს
ხვალ ღმერთი მოგვცემს
წმინდა გიორგი (მხეიძე) ყოველთვის ცდილობდა, რითაც კი შესაძლებელი იყო ყველას დახმარებოდა. იგი უკანასკნელ ლუკმასაც კი მოყვასს გაუნაწილებდა. ერთხელ სტუმრებს რაც გააჩნდა, გამოუტანა. მაშინ მისმა თანამოსაგრემ და სულიერმა ძმამ, წმინდა იოანემ (მაისურაძე) ჩუმად უთხრა: "მამა გიორგი, ჩვენ ხვალაც გვინდა ჭამა და ხვალის მერეცო". მან კი ჩვეულებრივ მიუგო: "ხვალ ღმერთი მოგვცემს, მამაო, ღმერთი მოგვცემს".

* "მოუთმენლობა და დრტვინვა განსაცდელებისას, სხვა არაფერია, თუ არა გმობა. რამეთუ ის, ვინც დრტვინავს, უეჭველად ფიქრობს, რომ უსამართლოდ დაითმენს განსაცდელებს, რომელიც მას ღმერთმა გამოუგზავნა", - გვასწავლის წმინდა ტიხონ ზადონელი.

ბეჭდვა
1კ1