მცირე ხნით გაჭირვების დათმენისთვის საუკუნო სიხარული მიეგებოდათ
მცირე ხნით გაჭირვების დათმენისთვის საუკუნო სიხარული მიეგებოდათ
ეს ამბავი XIX საუკუნის 40-იან წლებში მოხდა ხარკოვის გუბერნიაში და ამის შესახებ წმინდა მაკარი ოპტელს წერილით შეატყობინეს. იმ ქალაქში მაღალი წრის ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა, რომელიც სხვადასხვა გარემოების გამო ძალზე დაგლახაკდა. ჰყავდა ორი ქალიშვილი. არავინ ეხმარებოდა და დაიწყო დრტვინვა, ჯერ ადამიანებზე, მერე კი - ღმერთზე. ამგვარი, სულიერი მდგომარეობით დასნეულდა და გარდაიცვალა. უფროსი ქალიშვილიც დედასავით დრტვინავდა და ისიც სნეულებისგან გარდაიცვალა. უმცროსი გოგონა ძალზე სწუხდა ცალკე დედისა და დის სიკვდილის, ცალკე საშინელი გაჭირვების გამო. ბოლოს, ისიც ლოგინად ჩავარდა. ახლობლების ჩარევით აღსარება თქვა და ეზიარა, შემდეგ კი დაიბარა, თუ მოვკვდები ჩემი მოძღვრის ჩამოსვლამდე არ დამკრძალოთო - ის იმ დროს სხვაგან იყო მივლენილი. გოგონა გარდაიცვალა და მისი დაკრძალვა გადადეს. საოცარი იყო, რომ გარდაცვლილის სხეული ხრწნას არ მისცემია. მოკლედ, მერვე დღეს მოუწია გოგონას დაკრძალვა. წესის აგებისას, გოგონას შორეულმა ნათესავებმა თქვეს, - თქვენ წესი აუგეთ, მაგრამ ჩვენ მას არ დავკრლავთ, რადგან მიცვალებულისა არაფერი ეტყობაო. მართლაც, იმავე დღეს გოგონა გაცოცხლდა. თქვა, რომ მართლაც გარდაიცვალა და იხილა როგორც სამოთხე, ისე ჯოჯოხეთი, სადაც მისი დედა და და იყვნენ ჩაგდებულნი. შემდეგ კი მოესმა ხმა: "მე მათ საცხოვნებლად მიწიერ სიცოცხლეში განსაცდელები გავუგზავნე, თუ ისინი მათ მოთმინებით, თავმდაბლობით და მადლიერებით დაითმენდნენ, მაშინ მცირე ხნით გაჭირვების დათმენისთვის საუკუნო სიხარული მიეგებოდათ. თუ შენ გსურს, რომ მათთან ერთად იყო ჯოჯოხეთში, მაშინ იდრტვინეო".

ბეჭდვა
1კ1