შეხედე შენს შვილს, რომელზეც სტირი
შეხედე შენს შვილს, რომელზეც სტირი
ერთი კაპადოკიელი ქვრივი დედაკაცი დაბრმავდა და ექიმებისგან კურნება რომ ვერ მიიღო, იერუსალიმში წასვლა გადაწყვიტა წმინდა ადგილების თაყვანის საცემად. მეგზურობა ერთადერთმა ვაჟმა გაუწია. მშვიდობიანად ჩავიდნენ, მაგრამ იქ ახალი უბედურება დაატყდა თავს - ვაჟი დასნეულდა და მოკვდა. ქვრივი დედაკაცი უნუგეშოდ ტიროდა და დრტვინავდა. ერთ ღამეს წმინდა მოწამე ლონგინოზი გამოეცხადა, ანუგეშა, დაჰპირდა, რომ განკურნავდა და ზეციურ დიდებაში მყოფ შვილს ანახვებდა. წმინდანმა მოუთხრო, რომ ის შეესწრო ცხოვრების ჯვარცმას, დაფლვასა და აღდგომას, კაპადოკიაში იქადაგა ქრისტე და ეწამა. მერე კი ქვრივს უბრძანა, ქალაქგარეთ, სანაგვესთან მისულიყო და იქ ეპოვნა მისი პატიოსანი თავი. დილით ქალმა კეთილი ადამიანების დახმარებით ქალაქის სანაგვემდე მიაღწია, გადაჩიჩქნა ნაგავი და წმინდა ლონგინოზის პატიოსანი თავი იპოვა და იმავე წამს თვალთ აეხილა. გახარებული ქალი სულიერი საგანძურით გამდიდრებული შინ დაბრუნდა და გარდაცვლილ შვილზე აღარ უჯავრია. ღამით წმინდა ლონგინოზი გამოეცხადა, ანახვა თავისი ვაჟი და უთხრა: "შეხედე შენს შვილს, რომელზეც სტირი და მოსთქვამ, ნახე, ის ახლა როგორ დიდებაშია და ინუგეშე". ქვრივი სამშობლოში დიდად ნუგეშინისცემული დაბრუნდა.

ბეჭდვა
1კ1