რას შევქმნით ანდა რას დავტოვებთ ამ ქვეყანაზე
რას შევქმნით ანდა რას დავტოვებთ ამ ქვეყანაზე
მღვდელმონაზონი დანიელ ოპტელი (ბოლოტოვი) ამბობდა: "ჩვენი სიცოცხლე ღვთისგან ნაჩუქარი ქონებაა. ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქონებას დავხარჯავთ ანუ უცილობლივ მოვკვდებით! მაგრამ ეს ქონება მიწაზევე შეგვიძლია ლომბარდში ჩავდოთ და მისი პროცენტები გაიზრდება ჩვენი სიკვდილის შემდეგ. მეორედ მოსვლამდე ბევრი დრო გავა, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რას შევქმნით ანდა რას დავტოვებთ ამ ქვეყანაზე".

* მამა ამფილოქე პატმოსელი (+1970) ამბობდა: "დღეს მქადაგებლები თავიანთი სიტყვებით ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ღარიბი და უსწავლელი ხალხი მიტოვებულია და ქადაგება არ ესმის. მათ მაგალითად ქრისტიანული სიყვარულის საქმეები უნდათ. სურთ, როგორც ძმებს, ისე თანაუგრძნონ. მხოლოდ მათი სიყვარულით და კაცთმოყვარეობის საქმეთა აღსრულებით მივიყვანთ კვლავ ჩვენს ძმებს ქრისტესთან".

ბეჭდვა
1კ1