კანონი აუცილებლად უნდა ჩამოილოცო
კანონი აუცილებლად უნდა ჩამოილოცო
წმინდა ბარსანოფი ოპტელს უყვებოდა სკიტელი ბერი იობი: "ეს ამბავი 15 წლის წინ მოხდა. მიმეძინა, მოდის ჩემთან განსვენებული სქემმონაზონი მამა პიმენი და მეკითხება: ხუთასეულს თუ ასრულებო (ხუთასეული - მონაზვნის საკელიო კანონი - 300 იესოს ლოცვა, 100 ლოცვა ღვთისმშობლისადმი, 50 ლოცვა მფარველი ანგელოზისა და 50 - ყველა წმინდანისადმი). ყოველთვის ვერ ვასრულებ, როგორც მომიხდება-მეთქი. "საქმეც ესაა, - მისაყვედურა, - ჩაის თანაბრად სვამ, ხუთასეულს კი ყოველთვის არ ასრულებ. კანონი აუცილებლად უნდა ჩამოილოცო ხოლმეო", - მითხრა ეს და გამომეღვიძა.

ბეჭდვა
1კ1