მიუტევეთ და მოგეტევნენ თქვენ
მიუტევეთ და მოგეტევნენ თქვენ
ერთ მონასტერში იყო ბერი უდები შრომისა, ლოცვისა და მარხვისთვის. როცა აღსასრულის ჟამი დაუდგა, ძმები გარს შემოერტყნენ და გაოცდნენ, როცა მომაკვდავი მხიარული იხილეს და ჰკითხეს, - რა გიხარია, ძმაო, ამ საშინელ ჟამს, შენ ხომ მონაზვნობაში მოღვაწე არ იყავიო. "მართალი ხართ, ძმებო, უდებად ვცხოვრობდი, მაგრამ მონაზვნად აღკვეცის შემდეგ კაცთაგან არავინ განმიკითხავს. თუ ვინმემ მავნო, მაშინვე წმინდა გულით შევუნდე, ვიდრე ის ჩემს წინაშე შეინანებდა და აწ მაქვს სათქმელი უფლისა მიმართ, ვითარმედ: "მეუფე, შენ თქვი: "ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, მიუტევეთ და მოგეტევნენ თქვენ". სულიერმა მოძღვარმა და სხვა მამებმა უთხრეს მომაკვდავს: "მშვიდობა შენდა, შვილო, რამეთუ ცხონდი თვინიერ ჭირისა და აწ გიხაროდენ, რამეთუ მიხვალ განსვენებად ცხოვრებად საუკუნოდ"

***
წმინდა არსენი დიდზე ამბობდა მამა დანიელი: ამდენ ხანს დაჰყო ჩვენთან და ვერ შევძელით მიგვებაძა მისეული ცხოვრებისათვის. შაბათს, მწუხრზე მზეს ზურგს შეაქცევდა, პირით აღმოსავლეთით დადგებოდა, აღაპყრობდა ხელებს ზეცად და ლოცულობდა, ვიდრემდის კვლავ მის წინ მზე არ ამოვიდოდა.

ბეჭდვა
1კ1